სამართალი
გურჯაანში ორი პირი პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
გურჯაანში,საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგინობისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს,ისინი ქუჩაში საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ,პოლიციელებმა მათ წესრიგისკენ რამდენჯერმე მოუწოდეს,თუმცა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე(პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლებით მიმდინარეობს.
| Print |
FaceBook Twitter Google