საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,
მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის
გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.
როგორც გამოძიებამ დადგინა, ბრალდებული, შემდგომი რეალიზაციის მიზნით,
ქალაქ თბილისში 999 კოლოფი ე.წ. ელექტრო სიგარეტისთვის განკუთვნილი
„HEETS”- ის ფირმის უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას
ახდენდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული სიგარეტის
საერთო საბაზრო ღირებულება 4 995 ლარს შეადგენს. გამოძიება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი
ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას
2-დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები