სამართალი
გურჯაანის პოლიციამ სკოლის ბუფეტის გაქურდვის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი გამოავლინა
გურამ ჭილაშვილის სახელობის ქალაქ გურჯაანის #4 საჯარო სკოლის ბუფეტი გაქურდეს. ჩვენი ინფორმაციით, წაღებულია სხვადასხვა სახის 100 ლარამდე პროდუქტი.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დანაშაულის ჩამდენი ორი არასრულწლოვანი გამოავლინეს.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google