სამართალი
გურჯაანში კაზინოს დაცვამ ახალგაზრდები სცემა - ერთი მათგანი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება
მეშვიდე დღეა, გურჯაანში მდებარე კაზინოს დაცვის თანაშრომლის მიერ ნაცემი 28 წლის ვასილ მაისურაძე ჟვანიას სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
ამის შესახებ speqtri.ge-ს დედამისმა მაია მაისურაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ნაცემია კიდევ ორი ახლაგაზრდა - 34 წლის თემურ თათელიშვილი და 30 წლის სპარტაკ სალთხუციშვილი

-„ჩემი შვილი უმძიმეს მდგომარეობაშია, ტვინის ოპერაცია გაუკეთდა. აპარატზეა შეერთებული და ხელოვნურ სუნთქვაზეა. როგორც მითხრეს, ჩემი შვილი შესულა კაზინოში, ტაქსის მძღოლს ეძებდა თურმე. დაცვის თამშრომელს უთქვამს, ისე შემოსვლა არ შეიძლება, უნდა ითამაშოო. ჩემს შვილს უპასუხია, კარგი, ვითამაშებო. არ ვიცი თამაში აღარ დაუწყია თუ დაუწყია და თავი დაუნებებია. დაცვას ხელი წაუვლია და უთქვამს, დატოვე აქაურობაო. დავარდნილა და რომ წამომდგარა, უთქვამს, ამას არ გაპატიებთ, ხვალ თქვენ უფროსს დაველაპარაკებიო. გარეთ გამოსულა, საპირისპირო მხარეს გადასულა, იქ დიდი ჩხუბი ატეხილა, ვასიკოს მეგობრებიც იქვე იყვნენ. ახლა მეორე თანაშრომელი მიეპარა ზურგიდან და „დუბინკა“ დაარტყა. დავარდნილა და კიდევ ჩაურტყამს. თუ ჩემი შვილი რამეში ტყუოდა, დაეჭირათ, პოლიცია ხომ მივიდა. როგორც ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, დაცვის თანამშრომლებს ვიღაც ჰყავს ისეთი, ვინც მფარველობთ. პოლიციამაც ამ საქმეს ყურადღება ამიტომ არ მიაქცია“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია შესაძლო დამნაშავე ერთი პირი. სხვა პირების გამოვლენის და დადგენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლის არის აღძრული.


Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984
წელს დაბადებული ო. ჭ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ო. ჭ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
16:30 / 21.03.2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი
ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის
სამი ფაქტი გამოავლინეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს.
15:32 / 18.03.2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა,უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე
შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს.
15:07 / 16.03.2019
გურჯაანში „ბელახევის“ ტერიტორიაზე ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
გურჯაანში „ბელახევის“ ტერიტორიაზე ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
16:38 / 14.03.2019
გურჯაანში ე.წ. „ბელახევის“ ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი ხმელ ბალახს
უკიდია, თუმცა არის საშიშროება, რომ ტყის მასივზე გავრცელდეს.
გურჯაანში ე.წ. „ბელახევის“ ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი ხმელ ბალახს უკიდია, თუმცა არის საშიშროება, რომ ტყის მასივზე გავრცელდეს.
15:04 / 14.03.2019
სხვა ამბები
2019-2020 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა. მიზეზი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ინტერესების დაცვაა.
15:31 / 20-03-2019
23-24 მარტს გურჯაანის სპორტკომპლექსში ძიუდოში ლაშა მღებრიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება.
12:24 / 19-03-2019
პარასკევს, 15 მარტს, ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონში ჟორდანიის კლინიკის ხელმძღვანელმა, რეპროდუქტოლოგმა ნანა ჯანელიძემ კონსულტაცია გაუწია უშვილო წყვილებს. ვიზიტის ფარგლებში, კლინიკაშინ ჩამოსული იყო ასევე ინვიტრო განაყოფიერების სპციალისტ-ემბრიოლოგი ედგარ გონზალესი.
09:53 / 17-03-2019
აფხაზური ენის შესწავლის მსურველებისთვის სახელმძღვანელო გამოიცა.
14:47 / 16-03-2019
სტუდენტებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა ნებაყოფლობითი იქნება. ყველა მსურველს შეეძლება დაცვის პოლიციაში სტუდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს და ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა ობიექტზე, 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობით სწავლის პარალელურად, ჯარი მოხდილად ჩაეთვლებათ.
15:55 / 15-03-2019
იაკობ გოგებაშვილის დედაენის სკოლაში დაბრუნების მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საგანგებო კომისიას ქმნის. ინიციატივა საქართველოს პარლამენტის წევრებს ზაზა გაბუნიას და მარიამ ჯაშს ეკუთვნის.
11:09 / 15-03-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.