სამართალი
სამ თვეში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 2 609 ფაქტი დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, პირველი იანვრიდან 31 მარტამდე, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 2 609 ფაქტი გამოავლინეს.
მათ შორისაა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2 532, ხოლო სისხლის სამართლის 77 ფაქტი. მასალები რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებში გადაიგზავნა.

უწყების ინფორმაციით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ 1 261 919 ლარი შეადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდამრღვევებს (როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს) ჯარიმის სახით, ჯამში 923 910 ლარი დაეკისრათ.


| Print |
FaceBook Twitter Google