სამართალი
ყვარელში პოლიციელი დაჭრეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.
როგორც speqtri.ge-ს უწყებაში განუცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 24 აპრილს გ.მ. ქალაქ ყვარელში, ერთ-ერთ ქუჩაზე საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა. ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა გიორგი ქანდაურიშვილმა, რომელიც იმ დროს სამსახურებრივ მოვალეობის ასრულებდა, მას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა. გ.მ. პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თავს დაესხა და დანით სხეულზე 2 ჭრილობა მიაყენა. დაჭრილმა სამართალდამცველმა თავდამსხმელის განიარაღება და დაკავება შეძლო.

შსს-ს ცნობითვე, ამ დროისთვის გიორგი ქანდაურიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

-"იმავე საღამოს, დაკავებული გ.მ.-ს ძმა -ა.მ., თანასოფლელებთან ერთად, პოლიციის შენობასთან მივიდა, უცენზურო სიტყვებით საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა და ძმის გათავისუფლებას ითხოვდა. იგი არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, წესრიგი დაეცვა და შენობის ეზო დაეტოვებინა. სამართალდამცველებმა ა.მ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ადგილზე დააკავეს."-განაცხადეს შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ანალოგიური დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის დროს დაჭრილი 76 წლის ელზა
გამყრელიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ,,აიპრესსი“ ავრცელებს.
სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის დროს დაჭრილი 76 წლის ელზა გამყრელიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ,,აიპრესსი“ ავრცელებს.
13:47 / 12.06.2019
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ველიციხის ინციდენტის დროს დაკავებული
გოჩა მაისურაძის, თენგიზ ჯანიაშვილისა და მამუკა უსინაშვილის
სასამართლო პროცესი გაიმართა.
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ველიციხის ინციდენტის დროს დაკავებული გოჩა მაისურაძის, თენგიზ ჯანიაშვილისა და მამუკა უსინაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.
13:22 / 11.06.2019
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა
დააკმაყოფილა და ლაგოდეხში
16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღკვეთი
ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ლაგოდეხში
16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
11:53 / 11.06.2019
ფინანსთა სამინისტროს საგამოძებიო სამსახური გურჯაანის
მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში მერის წარმომადგენელს ავთანდილ
შიშნიაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძებიო სამსახური გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში მერის წარმომადგენელს ავთანდილ შიშნიაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.
18:55 / 23.05.2019
გუშინ საღამოს გურჯაანში არასრულწლოვანი დაჭრეს. 15 წლის ბიჭს
დაზიანება მუცლის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
გუშინ საღამოს გურჯაანში არასრულწლოვანი დაჭრეს. 15 წლის ბიჭს დაზიანება მუცლის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
10:53 / 20.05.2019
სხვა ამბები
წინანდალში სასტუმრო „რედისონ კოლექშენში“ თიბისის ორგანიზებითა და ფონდი EFSE -ს მხარდაჭერით, რეგიონალური ბიზნეს ფორუმი გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდნენ მცირე და საშუალო მეწარმეები. მონაწილეებს ბიზნესისთვის აქტუალურ თემაზე ინფორმაცია დარგის ექსპერტებმა მიაწოდეს.
17:45 / 16-06-2019
შაბათს, 15 ივნისს, ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონს მორიგი სამუშაო ვიზიტით ეწვევა მარდალეიშვილის, მედიკლაბ ჯორჯიას და ხეჩინაშვილის სამედიცინო ცენტრის წამყვან სპეციალისტთა გუნდი
15:22 / 13-06-2019
➡ 2018 წლის 8 ივნისს ფრანგულ სამედიცინო ცენტრ „კახეთი-იონში“ ჩატარდა ლექცია თემაზე: „თიროიდული პანელის ინტერპრეტაცია და ჰიპოთირეოზი“.
18:22 / 10-06-2019
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. 13 ივნისიდან მშობელმა შესაბამისი საბუთები არჩეულ სკოლაში უნდა წარადგინოს.
13:11 / 10-06-2019
ყვარელში „ილიას ტბაზე“ ჩატარდა სასკოლო ფესტივალი - „სპორტი ბარიერების გარეშე“.
17:56 / 29-05-2019
ღია კარის დღე 2019. შაბათს, 2019 წლის 25 მაისს, 13-დან 18 საათამდე, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში გაიმართა ღია კარის დღე, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე.
10:42 / 29-05-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2019 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.