სამართალი
მედიკამენტების კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ავტომანქანაში მოწყობილი სამალავით, საქართველოს ტერიტორიაზე  დიდი ოდენობით - ჯამში 33 დასახელების მედიკამენტი შემოიტანა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 6 470 ლარის ღირებულების კონტრაბანდული მედიკამენტები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ემუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
| Print |
FaceBook Twitter Google