სამართალი
აპრილის თვეში კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 70 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 442 ფაქტი გამოავლინეს.
მათ შორის 32 სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 75 ფაქტი გამოვლინდა ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარაში 19,  იმერეთში - 58 ფაქტი, გურიაში - 8, რაჭა-ლეჩხუმსა და  ქვემო სვანეთში - 30, სამეგრელო-ზემო სვანეთში 42 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში - 20, შიდა ქართლში - 61, კახეთში - 70, ხოლო სამცხე-ჯავახეთში 59.

მასალები შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.


| Print |
FaceBook Twitter Google