სამართალი
სიღნაღის სასამართლომ მეუღლის ცემაში ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ი.მ. დამნაშავედ სცნო  სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ი.მ.-მ 2018 წლის 23 თებერვალს, ღამის საათებში, დედოფლისწყაროს რაიონში, მისსავე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლის ჯ.ა.-ს მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რა დროსაც თავის არეში ხელისა და მობილური ტელეფონის მრავალჯერადი დარტყმით მას ფიზიკური ტკივილი და მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა.

სამართალდამცველებმა ი.მ. იმავე დღეს დააკავეს.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ი.მ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 6 თვეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო დანარჩენი 6 თვე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 1 წელი.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თელავის რაიონულ სასამართლოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ
ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, 85 წლის ომარ გამყრელიძისა
და მისი შვილიშვილის გაერთიანებული საქმის არსებითი განხილვა
გაიმართა.
თელავის რაიონულ სასამართლოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, 85 წლის ომარ გამყრელიძისა და მისი შვილიშვილის გაერთიანებული საქმის არსებითი განხილვა გაიმართა.
10:12 / 12.11.2019
თელავი-ყვარლის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას
სამი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
თელავი-ყვარლის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
16:11 / 05.11.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს
დაბადებული სამი პირი - მ.ც. თ.ჯ. და ნ.ი. თავისუფლების უკანონო
აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული სამი პირი - მ.ც. თ.ჯ. და ნ.ი. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
13:04 / 05.11.2019
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის
სოფელ მირზაანში, მერის წარმომადგენლის შვილის დაჭრაში ბრალდებულ
პაატა მაჭარაშვილს გირაო შუფარდა.
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში, მერის წარმომადგენლის შვილის დაჭრაში ბრალდებულ პაატა მაჭარაშვილს გირაო შუფარდა.
19:06 / 04.11.2019
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019
წლის 01 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო
მოპოვებისა და ტრანსპორტირების 594 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 01 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 594 ფაქტი გამოავლინეს.
10:29 / 04.11.2019
სხვა ამბები
სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში გურჯაანისა და საგარეჯოს საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
17:50 / 08-11-2019
თელავის კიკბოქსინგის კლუბ „ჯორჯიას“ სპორტსმენებმა იორმუღანლოში გამართულ WJF6 ტურნირზე 3 პირველი და 2 მეორე ადგილი დაიკავეს.
15:02 / 06-11-2019
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით თბილისში უმცროს კადეტთა შორის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, სადაც გურჯაანელი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.
10:10 / 05-11-2019
ბათუმში გამართულ ცურვის საერთაშორისო ტურნირზე გურჯაანელმა სპორტსმენებმაც მიიღეს მონაწილეობა. ნინო მამუკაშვილმა მესამე ადგილი აიღო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
15:51 / 04-11-2019
საქართველოს 12 ქალაქში მასწავლებლის ეროვნულმა სკოლამ დაიწყო ფუნქციონირება. სკოლა ახალი ტიპის მასწავლებლებს უფასოდ მოამზადებს.
11:12 / 04-11-2019
საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისთვის პირველი ტესტირება 2 ნოემბერს პროფესიულ უნარებში ჩატარდება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში განმარტავენ, რეგისტრაცია, უმეტესწილად, 10:00 საათზე დაიწყება.
11:28 / 01-11-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2697
USD
USD
1
2.9633
GBP
GBP
1
3.7957
TRY
TRY
1
0.5130
RUB
RUB
100
4.6355
ამინდი
გურჯაანი 2 / 18 °C
img
საგარეჯო 3 / 15 °C
img
დ.წყარო 2 / 13 °C
img
სიღნაღი 1 / 17 °C
img
ლაგოდეხი 2 / 17 °C
img
ყვარელი 2 / 18 °C
img
თელავი 4 / 17 °C
img
ახმეტა 3 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.