გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, ცენტრალურ გზაზე, სასურსათო
მაღაზიის წინ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს.
შემთხვევა წუხელ მოხდა.
რა თანხაა წაღებული, უცნობია.
როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში
განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით
აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო
მოქმედებები.
ცნობისთვის, ასევე, მაღაზია, რომლის მიმდებარედაც სწრაფი ჩარიცხვის
აპარატი წუხელ გატეხეს, გასულ თვეს გაქურდეს და დაახლოებით 200
ლარამდე თანხის წაღება მოახერხეს.
მასალის გამოყენების პირობები