სამართალი
პირი, რომელიც ნუკრიანში ბიზნესმენის ოჯახს თავს დაესხა, დაკავებულია
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ის პირი დააკავეს, რომელიც გუშინ სოფელ ნუკრიანში ამერიკელი ბიზნესმენის ოჯახს თავს დაესხა.
ეს ინფორმაცია speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

ბიზნესმენის განცხადებით, თავდამსხმელი ღვინის თვითნებურად წაღებას ცდილობდა, რისი საშუალებაც არ მისცეს. ის მოკვლით დაემუქრათ, შემდეგ კი ოჯახის კუთვნილი ავტომანქანა ნაჯახით დააზიანა.


| Print |
FaceBook Twitter Google