ჭანდრის ბაღში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საქმე გაფლანგვის მუხლით აღიძრა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გურჯაანის
მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრის საბავშვო ბაღში 2015 წელს ჩატარებული
სარეაბილიტაციო სამუშაოებით დაინტერესდა.
ეს ინფორმაცია speqtri.ge-ს უწყებაში დაუდასტურეს. მათივე ცნობით
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მულით აღიძრა, რაც
მითვისებას, ან გაფლანგვას გულისხმობს. მეტ დეტალებზე ამ დროისთვის არ
საუბრობენ.
ცნობისთვის, ბაღის რეაბილიტაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამით
განხორციელდა და 29 000 ლარამდე დაიხარჯა.
მასალის გამოყენების პირობები