სამართალი
პანკისის ხეობაში ოჯახი ბესიკ წუწაშვილს ეძებს
10 დღეა პანკისის ხეობის სოფელ ომალოში მცხოვრებ ბესლან წუწაშვილს ოჯახი ეძებს.
ადგილობრივების განმარტებით, ბესლანი ორი კვირის წინ მეგობრებთან ერთად ჩეჩნეთში მიდიოდა, რუსეთის საზღვარზე გადასვლისას დააკავეს და ერთ-ერთი ვერსიით, გათავისუფლების სანაცვლოდ, გარკვეულ თანხის გადახდა მოსთხოვეს. ამის შემდეგ იგი ოჯახს აღარ დაკავშირებია.
მამაკაცის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ბესლან წუწაშვილი რუსთავის ავტობაზრობაზე უცხოეთიდან შემოტანილი ავტომანქანების რეალიზაციით იყო დაკავებული.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პანკისი /