სამართალი
სოფელ ყარაჯალასთან მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ  ყარაჯალასთან ერთმანეთს "ოპელისა" და "ტოიტას"მარკის ავტომანქანები შეეჯახა.   შემთხვევის შედეგად  ადგილზე გარდაიცვალა "ოპელის" მძღოლი, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი.
ორი მგზარი კი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებულია საპატრულო და სამაშველო ჯგუფები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მგამოძიება 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


| Print |
FaceBook Twitter Google