სამართალი
NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის რეალიზების ორი ფაქტი გამოვლინდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის რეალიზების ორი ფაქტი გამოავლინა.

როგორც გამოძიებან დაადგინა,  ქვემო ქართლის და იმერეთის რეგიონებში,მობილური ტელეფონებითა და მისი აქსესუარებით მოვაჭრე ორი მეწარმე სუბიექტი ჩინური წარმოების იაფასიანი მობილური ტელეფონების ნიშანდებას NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით ახდენდა და მის რეალიზაციას ბრენდირებული ტექნიკის სახით ახორციელებდა. ჯამში ამოღებულია NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 3 791 მობილური ტელეფონი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.


| Print |
FaceBook Twitter Google