სამართალი
ყვარელში ააიპ-ის თანამშრომელი თაღლითობისთვის დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თაღლითობის ფაქტზე ააიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ობიექტების დაცვისა და განვითარების ცენტრის დირექტორი დააკავა.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებულმა რომლის უფლებამოსილებაში შედიოდა ყვარლის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული „ილიას ტბისა“და მისი მიმდებარე სკვერის მხოლოდ მოვლა-პატრონობა და არა ობიექტის განკარგვის უფლება, მოქალაქეს მოტყუებით დაჰპირდა აღნიშნული სკვერის ტერიტორიაზე კომერციული ობიექტის განთავსების უზრუნველყოფას დამფარველობას. ამის სანაცვლოდ მან მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 700 ლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით  თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
| Print |
FaceBook Twitter Google