სამართალი
თელავში ძმამ ძმა ცივი იარაღით დაჭრა
თელავში 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. დანაშაულში ბრალდებული მისივე ძმაა.  შემთხვევას, რომელიც გვიან ღამით მოხდა, წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. არსებული ინფორმაციით, ძმებს შორის კონფლიქტი ყოფით პრობლემებს უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.



| Print |
FaceBook Twitter Google