სამართალი
ბარჯისხევთან ავტომანქანა დაიწვა
თბილისი-ბაკურციხის საავტომობილო გზაზე, მაღალი გამავლობის ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მძღოლმა ავტომანქანიდან გადმოსვლა მოასწრო და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მეხანძრეები მუშაობდნენ. როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბარჯისხევი / შსს /