სამართალი
კახეთში სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, სამეგრელოს, ქვემო ქართლის და აჭარის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში 4 211 კოლოფი უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას ახდენდნენ. ხოლო, კახეთის რეგიონში, ამოღებულია ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“ ფირმის 800 კოლოფი თამბაქოს ნაწარმი.

ამოღებული უაქციზო საქონლის საერთო საბაზრო ღირებულება 20 000 ლარს აღემატება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.


| Print |
FaceBook Twitter Google