სამართალი
ვარდისუბნის საქონლის ბაზარში დაპირისპირებისას დაკავებულს 2000 ლარიანი გირაო შეეფარდა
თელავის რაიონულმა სასამართლომ სოფელ ვარდისუბნის საქონლის ბაზარში მომხდარი კონფლიქტის შედეგად დაკავებულ დ.ლ-ს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
მოსამართლე ზვიად შარაძემ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს შეფარდების შესახებ. გირაოს გადახდამდე დაკავებული დ.ლ. საპატიმრო დაწესებულებაში დარჩება.

ბრალდების მტკიცებით, დ.ლ.-მ მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, სოფელ ვარდისუბანში მდებარე მსხვილფეხა საქონლის ბაზრობაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ 1986 წელს დაბადებულ რ.ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 



| Print |
FaceBook Twitter Google