სამართალი
საგარეჯოს პოლიციამ დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1977 წელს დაბადებული მ. უ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებულმა ქალაქ საგარეჯოში, გვიან ღამით, თავის ნაცნობს - 1978 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, მისივე საცხოვრებელი სახლის აივანზე, დანით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მ.კ. მომხდარიდან მალევე, ქალაქ საგარეჯოში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 -ე მუხლით. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები საგარეჯო / შსს /