სამართალი
პანკისში ტყის მცველებმა გადაშენების პირას მყოფი არჩვი მოკლეს
პანკისის ხეობაში, ხადორჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე,ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მცველებმა გადაშენების პირას მყოფი არჩვი მოკლეს.
სამართალდარღვევის ფაქტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს.

მათ გადამოწმების მიზნით, მოქალაქეები გააჩერეს, რომელთაც საბრძოლო ვაზნებით და ასევე მოკლული და დანაწევრებული არჩვი აღმოაჩნდათ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, შემდგომი გადამოწმებით დადგინდა, რომ მოქალაქეები ბ.ქ., ა.ბ. და ვ.ნ. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები იყვნენ.

-"ფაქტის გამოვლენის შემდგომ, მათ დაკავებული თანამდებობები, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს. არჩვი საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოკვლის შემთხვევაში, გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა 30 000 ლარს შეადგენს."-აცხადებენ უწყებაში.

საქმის მასალები რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნება.

| Print |
FaceBook Twitter Google