სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებულია 61 700 აშშ დოლარის ოდენობის 617 ერთეული ყალბი ასდოლარიანი კუპიურა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

| Print |
FaceBook Twitter Google