სამართალი
მიმდინარე წლის 9 თვეში კახეთში გამოძიება ოჯახური დანაშაულის 261 ფაქტზე დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახურ დანაშაულზე და ქალთა მიმართ ძალადობაზე მიმართვიანობა გაზრდილია, რაც სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის ამაღლებაზე მეტყველებს.
უწყების ცნობით,  2018 წლის 9 თვეში, კახეთის რეგიონში გამოძიება ოჯახური დანაშაულის 261 ფაქტზე დაიწყო. დანარჩენი რეგიონების მაჩვენებელი კი ასე გამოიყურება:

თბილისი- 708;
შიდა ქართლი- 269;
იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 533; 
სამცხე-ჯავახეთი -179; 
აჭარა- 619; 
ქვემო ქართლი- 796;
გურია- 114;
სამეგრელო-ზემო სვანეთი -182; 
მცხეთა-მთიანეთი-34;



| Print |
FaceBook Twitter Google