სამართალი
პოლიციამ სოფელ შალაურში მაღაზიის გაქურდვის ფაქტი გახსნა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 დაბადებული ზ.წ. ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თელავის რაიონის სოფელ შალაურში, ღამით, სასურსათო მაღაზიაში უკანონოდ შეაღწია, საიდანაც სხვადასხვა დასახელების პროდუქტი მოიპარა. ამის შემდეგ მან მაღაზიაში არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა სცადა, რაც ვერ მოახერხა. სამართალდამცველებმა ზ.წ. იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა.

გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


| Print |
FaceBook Twitter Google