სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ოქროს კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტის ,,სარფის’’ გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანა დიდი ოდენობით -916 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ოქროს ნაწარმის საბაჟო ღირებულება 51 474 ლარს შეადგენს.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ემუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ოქრო / საბაჟო /