სამართალი
"ნაციონალების" კოორდინატორს ელმირა ბეციაშვილს ქრთამის მიცემის შესაძლო ფაქტზე პროკურატურაში კითხავენ
ამ წუთებში, "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორი და სოფელ ვეჯინის უბნის ექიმი ელმირა ბეციაშვილი თელავის საოლქო  პროკურატურაში გამომძიებლების კითხვებს პასუხობს.
მას ქრთამის მიცემის შესაძლო ფაქტზე კითხავენ.

საქმე ეხება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს. 70 წლის გულნაზ ცანკაშვილის მტკიცებით, მის რძალს ელმირა ბეციაშვილმა 40 ლარი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერის სანაცვლოდ გააატანა.  მას შემდეგ კი რაც ქალბატონმა თანხის აღებაზე უარი თქვა, რძალი და შვილი ფიზიკურად გაუსწორდნენ.



| Print |
FaceBook Twitter Google