სამართალი
სამართალდამცველებმა თელავის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნეს
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ის ახალგაზარდა მამაკაცი დააკავეს, რომელმაც ქალაქის ცენტრში მდებარე რესტორან "მალას გარდენიდან" ძვირადღირებული ნივთები წაიღო.
წინასწარი ინფორმაციით, მოპარული ნივთები,მოპარული მსუქბუქი ავტომანქანითვე გადამალა,ამის შემდეგა კი რესტორნის მეპატრონის სახლიდან საფულე მოიპარა.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა 1996 წელს დაბადებული დ. რ. ქურდობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარზე,გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google