სამართალი
სიღნაღის პოლიციამ ქურდობის ორი ფაქტი გახსნა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1996 წელს დაბადებული ნ.ვ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებულმა სოფელ ვაქირის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობიდან კომპიუტერები და ქსეროქსის აპარატი მოიპარა. გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

სამართალდამცველებმა წნორში მომხდარი ქურდობის ფაქტიც გახსნეს. სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1960 წელს დაბადებული ვ.ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ბრალდებულმა ქალაქ წნორში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა საოჯახო ნივთი მოიპარა.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სიღნაღი / შსს /