სამართალი
ალაზანზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.


უწყების ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდინარე ალაზანზე 3 მოქალაქე გასაბერი ნავიდან, ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატისა და ჩოგან ბადით გამოყენებით თევზაობდა. შედეგად, 20კგ სხვადასხვა სახეობის თევზი მოიპოვეს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის 9 ნაწილის შესაბამისად შედგა ოქმები, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.

| Print |
FaceBook Twitter Google