სამართალი
2018 წელს კახეთში უკანონო თევზჭერის 42 ფაქტი დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2018 წლის განმავლობაში, უკანონო თევზჭერის 336 ფაქტი გამოავლინეს.


მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 145 ფაქტი შეიცავდა. უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი, 66 ფაქტი, გამოვლინდა აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე; ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 57 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 50 ფაქტი გამოავლინეს.

კახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით გამოვლინდა 42 ფაქტი, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 39 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 22; აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს 29 ფაქტი, შავი ზღვის დაცვისკონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა - 12 ფაქტი, ხოლო თბილისში - 19 ფაქტი დაფიქსირდა.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აგრძელებენ პრევენციულ ღონისძიებებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით
| Print |
FaceBook Twitter Google