სამართალი
თელავში სამი ახალგაზრდა დაჭრეს
გვიან ღამით, თელავში, შპს ცხოველური ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიის შენობაში, ცეცხლსასროლი იარაღით სამი ახალგაზრდა დაჭრეს. ახალგზარდებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დაშავებულებს ცეცხლნასროლი დაზიანებები ფეხის არეშეში აქვთ მიყენებული. ორ ახალგაზრდას ქირურგიული ოპერაცია წუხელვე ჩაუტარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
| Print |
FaceBook Twitter Google