სამართალი
დავით კირკიტაძეს ბრალი წარუდგინეს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ დავით კირკიტაძეს ბრალი წარუდგინეს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს, ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით,  დავით კირკიტაძეს ბრალი 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რასაც არ ეთანხმება 

"როგორც მოსალოდნელი იყო, ბრალდების კვალიფიკაცია არის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი. ბრალდების შინაარსში წერია, რომ ინაუგურაციაზე უცხოელი და სხვა უამრავი სტუმრების გამო, პოლიციის მიერ მიღებული იქნა ზომები და გადაკეტილი იყო კონკრეტული მაგისტრალი, რის გამოც მომიტინგეები და მათ შორის დავით კირკიტაძე არ დაემორჩილა პოლიციას და თავს დაესხა მაგისტრალზე განთავსებულ ავტობუსში მჯდომ კონკრეტულ პოლიციელს და მიაყენა ხელის და ფეხის დარტყმით ფიზიკური შეურაცყოფა. მტკიცებულებებს მეორე დღეა ვითხოვ, მაგრამ დღეს გადმომეცა და ძირითადად პოლიციელების ჩვენებებია და სიუჟეტი, რაც მედიაში გავრცელდა. დაზიანებეზე საუბარი არ არის, მხოლოდ შერაცხყოფაზე და პოლიციელზე თავდასხმაა ნახსენები. ბუნებრივია, რომ დავით კირკიტაძე წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და მშრალს შიმშილობაზე გადადის."- აცხადებს ადვოკატი.

მისი ინფორმაციითვე, დავით კირკიტაძე მშრალ შიმშილობას იწყებს.
| Print |
FaceBook Twitter Google