სამართალი
გურჯაანის სასამართლომ "ნაციონალურ მოძრაობის" წევრის ცემაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, სოფელ ველისციხეში გამართული აქციისას, "ნაციონალური მოძრაობის" წევრზე განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებულ გოჩა მაისურაძეს და მამუკა უსენიშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულებს ბრალი სსკ-ის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯანმღთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.



| Print |
FaceBook Twitter Google