სამართალი
ველისციხის ინცინდენტისას დაკავებულს 5000 ლარიანი გირაო შეეფარდა
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ველისციხის ინცინდენტისას დაკავებულ ვალერი მუსაევს აღკვეთი ღონისძების სახით 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდების მხარე წინასწარ პატიმრობას ითხოვდა, რაც მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა არ დააკმაყოფილა.

მუსაევს ბრალი სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
-„ჩვენ ვითხოვდით, რომ ვალერი მუსაევს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებოდა პატიმრობა. ის მუხლი, რომლითაც მას ბრალი აქვს წარდგენილი, მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. ჩვენ ვასაბუთებდით პატიმრობას იმ გარემოებზე ედაყრდნობით, რომ ვალერი მუსაევის მხრიდან არსებობდა მიმალვის მოწმეებზე ზეწოლისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. სამწუხაროდ სასამართლომ არ გაიზიარა ჩვენი შუამდგომლობა და მას საპატიმრო გირაო შეუფარდა.“-აღნიშნა პროკურორმა სანდრო გიორგაშვილმა.

ადვოკატის ბაადურ გულაიშვილის განცხადებით, აღნიშნულ საქმეში არსებული მტკიცებულებები გაყალბებულია.

-„სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების შუამდგომლობა იყო დაუსაბუთებელი. ის არგუმენტები, რომელიც პროკურატურამ მოიყვანა, არ იყო რეალობასთან ახლოს. სასამართლომ გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება და პატიმრობა არ დააკმაყოფილა. საქმეში ბევრი ფალსიფიცირებული და გაყალბებული მტკიცებულებები. ჩვენ ვეცდებით რეალური მტკიცებულებების მოპოვებას, მივაწვდით სასამართლოს, რათა ამის საფუძველზე მოხდეს გადაწყვეტილების მიღება“
| Print |
FaceBook Twitter Google