სამართალი
ველისციხის ინცინდენტის მონაწილე ქალს 3500 ლარიანი გირაო შეეფარდა
თელავის რაიონულმა სასამართლომ, 16 დეკემბერს, სოფელ ველისციხეში მომხდარი ინციდენტის მონაწილე ქეთევან მირიანაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 3500 ლარი გირაო შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე მარინე ცერცვაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა.

ბრალდების მხარე მირიანაშვილისთვის 5000 ლარი გირაოს დაკისრებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 1000 ლარს.

მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების გამოცხადებისას აღნიშნა, რომ გადაწყებტილების მიღებისას ბრალდებულის სოციალური მდგომარეობა. ქეთევან მირიანაშვილი საპატიმრო დაწესებულებას გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქეთევან მირიანაშვილის წინააღმდეგ თავპირველად გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე ძალადობას გულისხმობს.

მირიანაშვილი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი მოთავსების იზოლატორში 2 დღის წინ მოათავსეს, თუმცა გულის პრობლემებით და მაღალი არტერიული წნევით იმავე დღეს თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2019 წლია 6 თებერვალს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

| Print |
FaceBook Twitter Google