სამართალი
გურჯაანის სასამართლომ ველისციხის ინცინდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირის საქმე განიხილა
გამოძიება ველისციხის ინცინდენტის დროს პოლიციელის მხრიდან კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას კიდევ ერთ პირს ედავება.
დღეს გურჯაანის რიაონულმა სასამართლომ ბესიკ გაზდელიანის საქმე განიხილა. ბრალდების მტკიცებით, 16 დეკემბერს, სოფელ ველისციხეში, მან პოლიციელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაში ხელი შეუშალა და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიების მტკიცებით,  გაზდელიანი აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა, რომ არ დამორჩილებოდნენ პოლიციელებს.

თავად ბესიკ გაზდელიანი კი აღნიშნულ საქმეში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

-„მედავებიან თითქოსდა პოლიციელებისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინოს, თოითქოს არ დავემორჩილე მათ კანონიერ მოთხოვნას, ეს აბსოლუტური ტყუილია. წარმოადგინეს ვიდეომტკიცებულებები, რომელსაც ჯერ არ გავცნობივართ. რასაც მედავებიან, ამისი მოტივი პოლიტიკურია და მეტი არაფერი.“-აცხადებს გაზდელიანი.

ბრალდების მხარემ სასამართლოს შესაბამისი ვიდეო მტკიცებულებები წარუდგინა, დაცვის მხარემ კი ამისთვის ვადა მოითხოვა. აღნიშნულის გამო საქმეზე მომხდევნო სხდომა 16 იანვარს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

თუკი გაზდელიანს სასამართლო სამართალდამრღვევად სცნობს, მას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ჯარიმა, ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თელავის რაიონულ სასამართლოში, პანკისში მომხდარ სისხლიან გარჩევაში
მონაწილე არბი ქავთარაშვილისა და რუსლან ხანგოშვილის
საქმის არსებითი განხივლა გრძელდება.
თელავის რაიონულ სასამართლოში, პანკისში მომხდარ სისხლიან გარჩევაში მონაწილე არბი ქავთარაშვილისა და რუსლან ხანგოშვილის
საქმის არსებითი განხივლა გრძელდება.
15:30 / 25.02.2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა,  ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება -
გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს და  ორი კომპანიის
ხელმძღვანელი დააკავეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს და  ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს.
12:47 / 21.02.2020
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო
მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ,საგადასახადო სამართალდარღვევის 291
ფაქტი გამოვლინდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ,საგადასახადო სამართალდარღვევის 291 ფაქტი გამოვლინდა.
13:22 / 18.02.2020
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,
იანვარში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დიდი ოდენობით აქციზური
საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის
30 ფაქტი გამოავლინეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, იანვარში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის 30 ფაქტი გამოავლინეს.
14:43 / 11.02.2020
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი
დააკავეს.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავეს.
10:26 / 10.02.2020
სხვა ამბები
განისაზღვრა საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპის – ტესტირების ჩატარების თარიღი, ადგილი, დრო და ხანგრძლივობა.
15:43 / 28-02-2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიხედავად, დღეის მდგომარეობით, სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.
15:37 / 27-02-2020
საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება და ცხრა დღის განმავლობაში გაგრძელდება.
11:11 / 27-02-2020
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სასერტიფიკატო გამოცდისთვის რეგისტრაცია უკვე დასრულდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია 2 244 აპლიკანტმა გაიარა.
15:58 / 26-02-2020
თელავში გამართულ სასკოლო ოლიმპიადის ბადბინტონის რეგიონულ ტურნირზე ჩუმლაყის ვაჟთა გუნდმა პირველი ადგილი აიღო.
11:33 / 25-02-2020
28 წლის გურჯაანელი ძალოსანი ნიკა ქაჩლიშვილი საქართველოს ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდა. თბილისში გამართულ ძალისმიერ სამჭიდში შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით იასპარეზა და 67 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა.
00:03 / 23-02-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0782
USD
USD
1
2.7905
GBP
GBP
1
3.5975
TRY
TRY
1
0.4485
RUB
RUB
100
4.1597
ამინდი
გურჯაანი 4 / 17 °C
img
საგარეჯო 4 / 13 °C
img
დ.წყარო 3 / 12 °C
img
სიღნაღი 5 / 15 °C
img
ლაგოდეხი 4 / 16 °C
img
ყვარელი 4 / 13 °C
img
თელავი 5 / 13 °C
img
ახმეტა 5 / 14 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.