სამართალი
გურჯაანის ბაზარში დამლაგებელმა დამლაგებელი სცემა
გურჯაანის აგრარულ ბაზარში დაწყებული კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
ერთმა დამლაგებელმა, 65 წლამდე ქალბატონმა, მეორე დამლაგებელს 75 წლამდე ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
-„დაპირისპირება ერთი დახლის დასუფთავებას მოჰყვა. ჩვენმა შტატიანმა დამლაგებელმა დაასუფთავა ტერიოტორია, მეორე, შემოსულ დამლაგებელს კი ნაგავი მიუტანია და იქ დაუყრია. ამაზე მოუვიდათ ჩხუბი. “- აღნიშნა speqtri.ge-სთან ბაზრის დირექტორმა ლამარა აკოფაშვილმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულმა სამმართველომ 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

| Print |
FaceBook Twitter Google