სამართალი
უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის სამი ფაქტი გამოვლინდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინეს და ერთი პირი დააკავეს.



საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აჭარის, ქვემო ქართლის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირების სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების დიდი ოდენობით - 2 723 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი 500 კოლოფი „HEETS“-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმი. ამოღებული უაქციზო საქონლის საერთო საბაზრო ღირებულება 10 000 ლარს აღემატება.

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს,  რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.


| Print |
FaceBook Twitter Google