სამართალი
კახეთში 39 სასაფლაოს გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის  თანამშრომლებმა, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი გ.ე. ქურდობის და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავა.


სამართალდამცველებმა თელავის რაიონის სოფელ კისისხევში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე შეაჩერეს „ფოლკსვაგენ პასატის“ მოდელის ავტომანქანა, რომელსაც 1985 წელს დაბადებული გ.ე. მართავდა. პოლიციამ ავტომანქანის საბარგულში საფლავის მესერის ალუმინის ნაკეთობები აღმოაჩინა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ახმეტის, თელავისა და გურჯაანის რაიონებში 39 საფლავი გაქურდა. გ.ე.-ს, ნარკოდანაშაულის გამო, სასამართლოს განჩინების საფუძველზე აკრძალული ჰქონდა ავტომანქანის მართვის უფლება.

გამოძიება ქურდობის და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 381 მუხლის 1-ლი ნაწილით.
| Print |
FaceBook Twitter Google