სამართალი
სოფელ ყარაჯალაში 19 წლის ბიჭი თანასოფლელმა მოკლა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალში 19 წლის ბიჭი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ სოფლის მეჩეთის წინ მოხდა.
ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცვლეები მუშაობენ.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა შურისძიებას უკავშირდება. ადგილობრივების თქმით, მკვლელობის შემდეგ სავარაუდო ბრალდებული პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა.


| Print |
FaceBook Twitter Google