სამართალი
თელავის სასამართლომ დეპუტატ ხულორდავას მანქანის დაზიანებისთვის დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
თელავის რაიონულ სასამართლოში დეპუტატ თამარ ხულორდავას მანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებული ზაზა ბერიკაშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ზაზა ბერიკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ბრალდების მხარე ბერიკაშვილის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.

სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს დაკითხულ მოწმემთა სია და საქმეში არსებული ვიდეო ფაილების შინაარსი გააცნო, დაცვის მხარემ ყველა მტკიცებულების სადავოდ ცნობა და გამოკვლევა მოითხოვა, რაც მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დააკამყოფილა.

ბრალდებულმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ ის პოლიტიკური პატიმარია. მან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის გრიგოლ ვაშაძის და "ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას ცრუ ბრლადებისთვის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. "შეკვეთილი განაჩენი, ოცნების სირცხვილი", "ნულოვანი ტოლერანტობა ყველა ციხეში დღესაც ძალაშია"- ამ შინაარსის ტრანსაფარანტებით ბერიკაშვილმა სასამართლო სხდომაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

ცნობისთვის, ბრალდების მტკიცებით, ზაზა ბერიკაშვილმა 16 დეკემბერს თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე, დეპუტატ თამარ ხულორდავას მანქანა დააზიანა. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ის თბილისში დააკავეს.

ბერიკაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 12 თებერვალს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.



| Print |
FaceBook Twitter Google