სამართალი
კახეთში ქრთამის აღების ფაქტზე - ერთი, ხოლო ქრთამის მიცემის ფაქტზე 4 პირი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსი ზაქარია ქინქლაძე დააკავეს.



ასევე ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულები არიან: შპს „გრემი“-ს დამფუძნებლები გოჩა ფ. და გიორგი ა, შპს „ქისტაური“-ს დამფუძნებელი და დირექტორი რამაზ ლ და მოქალაქე ვაჟა ფ.. როგორც გამოძიებამ დაადგინა, გიორგი ა-მ, გოჩა ფ-მ და ვაჟა ფ-მ განიზრახეს ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა და მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის რეალიზაციის შედეგად უკანონო შემოსავლების მიღება. მათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს მაღალი თანამდებობის პირს მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით ყოველ თვე 3000 აშშ დოლარის გადახდა შესთავაზეს. დაპირებული თანხა აღნიშნულ პირს გოჩა ფ-მ გადასცა.


გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ რამაზ ლ-მ განიზრახა ახმეტის რაიონის სოფელ ორვილას ტყეში ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა და მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის რეალიზაციის შედეგად უკანონო შემოსავლების მიღება. რამაზ ლ-მ ზემოხსენებულ პირს მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით ყოველ თვე 10 000 ლარის გადახდა შესთავაზა და დაპირებული თანხის ნაწილი 8000 ლარი გადასცა. ამასთან, რამაზ ლ-მ ადგილზე შესასრულებელ პროცედურებში დახმარების სანაცვლოდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროს ზაქარია ქინქლაძეს ქრთამის სახით 2500 ლარი გადასცა. ქრთამის სახით გადაცემული თანხები - 3 000 აშშ დოლარი და 8 000 ლარი ნივთმტკიცებად ამოღებულია.


გამოძიება ქრთამის აღებისა და ქრთამის მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე და 4-დან 7 წლამდე ვადით). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები სუსი / ქრთამი /
ამავე კატეგორიაში
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო
გამშვებ პუნქტებში ,,წითელი ხიდი“ და ,,ლაგოდეხი“, არადეკლარირებული
სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები დაფიქსირდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,წითელი ხიდი“ და ,,ლაგოდეხი“, არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები დაფიქსირდა.
16:55 / 30.07.2019
22 წლის ახალგაზრდის ცხედარი, რომელმაც გურჯაანში, კურორტ
22 წლის ახალგაზრდის ცხედარი, რომელმაც გურჯაანში, კურორტ "ახტალაზე" თავი ჩამოიხრჩო, ამ წუთებში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
16:15 / 30.07.2019
ამ წუთებში თელავის რაიონულ სასამართლოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის
სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმის წინა სასამართლო სხდომა
მიმდინარეობს.
ამ წუთებში თელავის რაიონულ სასამართლოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმის წინა სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
13:27 / 25.07.2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლებმა, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების
ფაქტზე, სამედიცინო უნივერსიტეტის მთავარი სპეციალისტი გია ო. და
მოქალაქე ლილი ჯ. დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, სამედიცინო უნივერსიტეტის მთავარი სპეციალისტი გია ო. და მოქალაქე ლილი ჯ. დააკავეს.
11:14 / 19.07.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში
მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა.
15:22 / 17.07.2019
სხვა ამბები
სტუდენტთა საშემოდგომო მობილობის ვადები ცნობილია. რეგისტრაცია 31 ივლისს დაიწყება და 21 აგვისტოს დასრულდება.  
15:53 / 29-07-2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 24 საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლისთვის 619 პირველკლასელი დარეგისტრირდა. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, რიცხვი შარშანდელთან შედარებით გაზრდილია.
15:32 / 25-07-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია 2 აგვისტოს დაიწყება და 20 აგვისტომდე გაგრძელდება.
16:10 / 23-07-2019
1. საერთაშორისო თანამშრომლობა - ეს ამბავი მნიშვნელოვანია, რაკი ევროპული სტანდარტები კარგი რამეა, პასუხისმგებლობაც უფრო დიდია, როცა სადაზღვევო კომპანიის უკან რომელიმე დიდი, მსოფლიო ან ევროპული დონის კომპანია დგას და ა.შ.
14:05 / 19-07-2019
სექტემბრიდან ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დაბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
14:40 / 15-07-2019
აბიტურიენტებისთვის საინტერესოა, თუ როდის გამოქვეყნდება მათი ნამუშევრების პირველადი შედეგები. ამ კითხვით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზის ოპერატორს მივმართეთ.
17:26 / 11-07-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2019 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.