სამართალი
კახეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს და თელავის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა,1955 წელს დაბადებული მ. ხ. და 1977 წელს დაბადებული მ. ო. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, მ.ხ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ორლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. აბრეზი და სხვადასხვა კალიბრის 11 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. მ.ო.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / პოლიცია /