სამართალი
კახეთში უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, კახეთში უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.


უწყების ინფორმაციით, თანამშრომლებმა დანაშაულში მხილებული პირის სატრანსპორტო საშუალებიდან სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების 58 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი - ვისკი ამოიღეს, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 3 400 ლარს შეადგენს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

| Print |
FaceBook Twitter Google