სამართალი
სიღნაღის პოლიციამ არხიდან რკინა-ბეტონის ფილების ქურდობის ფაქტზე ერთი პირი ამხილა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული კ.დ. ქურდობის ფაქტზე ამხილეს.
უწყების ინფორამციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ კ.დ.-მ სოფელ ერისიმედის მიმდებარე ტერიტორიაზე, მინდორში, ეკონომიკის სამინისტროს კუთვნილი სარწყავი არხიდან რკინა-ბეტონის ფილები მოიპარა.

პოლიციამ მოპარული ფილები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.


| Print |
FaceBook Twitter Google