სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა კახეთში ყალბი ფულის გასაღების ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ფულის გასაღების ორ ფაქტზე სამი პირი დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა, კახეთის რეგიონში 200 ლარის ნომინალის ყალბი კუპიურა გაასაღა. ხოლო მეორე შემთხვევაში ბრალდებულებმა, ქალაქ თბილისში და შიდა ქართლის რეგიონში მდებარე სავაჭრო ობიექტებში ყალბი 100 და 200-ლარიანი კუპიურები გაასაღეს. დაკავებული პირებისგან ჯამში 4 150 ლარის ოდენობის სხვადასხვა ნომინალის ყალბი კუპიურაა ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.


| Print |
FaceBook Twitter Google