სამართალი
გურჯაანში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსს ესროლეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსს ბესო შუბითიძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სანადირო თოფიდან ესროლეს.
პოლიციამ უკვე დაადგინა დანაშაულის ჩამდენი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის II ნაწილით მიმდინარეობს.

ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. ბესო შუბითიძე თანამშომელთან ერთად გეგმიურ შემოვლაზე გურჯაანში, მდინარე ალაზნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც ბრაკონიერები შენიშნეს. სავარაუდოდ სწორედ მათ ესროლეს შუბითიძეს.

"მდინარე ალაზანზე მე და ჩემი თანამშრორმელი ვიყავით, ორმა უცხო პირმა ჩვენი მისამართით ისროლა. მაქვს რამდენიმე ჭრილობა და ვარ საავადმყოფოში. ბრაკონიერებს მასკები ეკეთათ და სახეები ვერ გავარჩიე."- განაცხადა შუბითიძემ.

ბესო შუბითიძე ამ დროისთვის გურჯაანის ჯეო ჰოსპტალსშია მოათავსებული. მის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.


| Print |
FaceBook Twitter Google