სამართალი
პოლიციამ გარემოს დაცვის კახეთის რეგიონალური სამსახურის უფროსის დაჭრაში ბრალდებული დააკავა
სამართალდამცველებმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამსახურის უფროსის ბესიკ შუბითიძის დაჭრაში სავარაუდო ბრალდებული ერთი პირი, რომელიც დანაშაულის ჩადენის ადგილიდან მიიმალა, ცხელ კვალზე დააკავეს.
აღნიშნულს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

წინასწარი ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ბესიკ შუბითიძეს ნავში მსხდომმა უცნობმა ნიღბიანებმა ესროლეს და დაჭრეს, იყო საპასუხო ცეცხლი, რა დროსაც ერთ-ერთი ბრაკონიერი ფეხის არეში დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ცნობისთვის, შემთხვევა გურჯაანში, გუშინ, ალაზნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს მოხდა, როცა შუბითიძე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

საქმეზე გამოძიება 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან თერთმეტ წლამდე  ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების
ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო
დეპარტამენტის მებაჟე ოფიცერი დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცერი დააკავეს.
13:39 / 13.04.2019
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1971 წელს დაბადებული
ლ.ჯ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1971 წელს დაბადებული ლ.ჯ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
12:41 / 13.04.2019
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი - 2002 წელს დაბადებული ა.ნ.
ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი - 2002 წელს დაბადებული ა.ნ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
13:05 / 12.04.2019
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სოფელ
ვეჯინში მდებარე ბიბლიოთეკის ინვენტარის დაზიანების ფაქტზე ორი
არასრულწლოვანი გამოავლინეს.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სოფელ ვეჯინში მდებარე ბიბლიოთეკის ინვენტარის დაზიანების ფაქტზე ორი არასრულწლოვანი გამოავლინეს.
12:15 / 11.04.2019
თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეზოს ტერიტორიაზე ამავე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ცეცხლსასროლი
იარაღით დაჭრეს.
თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოს ტერიტორიაზე ამავე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
13:48 / 10.04.2019
სხვა ამბები
თელავის კიკბოქსინგის კლუბ "ჯორჯიას" დარბაზში ღია რინგი ჩატარდა, სადაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა.
12:06 / 18-04-2019
2018-2019 სასწავლო წელს, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრების რეჟიმი აღარ იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
14:48 / 17-04-2019
სამხრეთ კავკასია სამ ერთმანეთის მოსაზღვრე სახელმწიფოს აერთიანებს - საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს. სწორედ საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში, როგორც სოფლებში, ისე ქალაქებში, მაღალია აზერბაიჯანელი და სომეხი ეროვნების მაცხოვრებელთა წარმომადგენლობა. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის ყველა დიდ ნაწილს - 86,8 პროცენტს ქართველები შეადგენენ (3.22 მილიონი ადამიანი), შემდგომ აზერბაიჯანელები - 6,3 პროცენტს (233 000 ადამიანი), ხოლო სომხები - 4,5 პროცენტს (168 100 ადამიანი).
16:58 / 12-04-2019
სექტემბრიდან საქართველოში დაწყებითი კლასის მოსწავლეები, 25 ქვეყანაში აღიარებული და წარმატებული წიგნით „გამარჯობა რუბი“ პროგრამირების და კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებს ისწავლიან.
17:18 / 03-04-2019
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი სხვადასხვა სახეობაში თექვსმეტ წარმატებულ სპორტსმენს შეხვდა და ბოლო პერიოდის მიღწევები კიდევ ერთხელ მიულოცა.
16:36 / 02-04-2019
გურჯაანის სპორტკომპლექსში მხიარული სტარტების სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ტურნირი დასრულდა.
12:55 / 01-04-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.