სამართალი
დავით კირკიტაძის ადვოკატი მოსამართლის აცილების შუამდგომლობას დააყენებს
დღეს, "ნაციონალური მოძარაობის" ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესზე ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი მოსამართლის აცილების შუამდგომლობას დააყენებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ის ამბობს, მოსამართლე მიკერძოებულია და პოლოტიკურ განცხადებებს აკეთებს .

"ჩვენ გამოვითხოვეთ წინა სასამართლოს სხდომის ოქმი, სადაც დადასტურდა, რომ მოსამართლე ცალსახად არის დაინტერესებული და მიკერძოებული მხარე, აკეთებს ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს და თავის თავთან მოდის წინააღმდეგობაში. ეს გამოვლინდა თავდებობასთან დაკავშირებით განსახილველ სხდომაზეც. ის შედის პოლემიკაში და აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს. ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენ დავასაბუთებთ ჩვენი შუამდგომლობის დაყენებას," - განაცხადა დავით კონდახიშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google